ბრონქიტი და მისი მიმდინარეობა
ბრონქიტი ეს არის - სასუნთქი გზების,კერძოდ ბრონქების ლორწოვანის ანთებითი დაავადება,რომელიც თავდაპირველად სურდოთი და ყელის სიწითლით იწყება,რომელსაც დართული აქვს ჯერ მშრალი ხველა,ხოლო შემდეგ კი ნახველის გამოყოფა. ამ დროს ბრონქების ლორწოვანი გარსი გაღიზიანებულია და შეშუპების ფონზე სახეზეა გაძლიერებული ხველა - დისკომფორტით.
ბრონქიტის წარმოშობას უკავშირებენ - მავნე ჩვევებს,როგორიცაა თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარება,მუდმივი კვამლი,მტვერი,ცხოველთა ბეწვი და ისეთი სამუშაო არეალი,სადაც მუდამაა ჟანგბადის კონცენტრაცია დაქვეითებული.
- თუ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს შენიშნავთ თქვენს ახლობლებში, ან ოჯახისწევრებში არ გადადოთ ექიმთან კონსულტაცია:
-ხველის ხანგრძლივობა ორ კვირას აღემატება და დილით, საწოლიდან ადგომისას ხველას დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა მოსდევს;
-გამოიყოფა სისხლიანი ნახველი;
-ხველასთან ერთად აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, რომელიც 4-5 დღის განმავლობაში არ ქვეითდება და ძლიერი საერთო სისუსტე;
-წოლისას ვითარდება სუნთქვის გაძნელება - ქოშინი;
-ბრონქიტი მეტისმეტად ხშირად მეორდება;
-ხველასთან ერთად გამოხატულია 37-38 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები, წონის კლება.
-ხველა იმდენად შემაწუხებელია, რომ არ გაძინებთ;
-ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის შემდეგ პაციენტს ხველა და მსტვენი ხიხინის შეგრძნება ორ კვირაზე მეტხანს აწუხებს;
-აღნიშნული სიმპტომები ვლინდება ღამით და/ან მოსვენებისას;
- რა განსხვავებაა მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს შორის ?
მწვავე გრძელდება არაუმეტეს 3 თვისა, ხოლო ქრონიკული ხანგრძლივია.
- დიაგნოსტიკა
ფიზიკური თერაპია ბინაზე გამოძახებით ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც მიზნად ისახავს სხეული...
მეტის წაკითხვაოკუპაციური თერაპია ადამიანებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური, სენსორული და კოგნიტური ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის #2
info@geo-medi.ge